ფინანსური დირექტორი
08-06-2026 - 08-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ვეძებთ ფინანსურ დირექტორს რომელსაც აქვს ანტიკრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება

ანაზრაურება 6000 ლარი + KPI

სამუშაო გრაფიკი ჰიბრიდული - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, აქედან 1 დღე დისტანციურად.

ვეძებთ ძლიერ საოპერაციო ფინანსურ დირექტორს, რომელიც მოახდენს ხარჯების კონტროლს და კომპანიას მყარ მომგებიანობამდე მიიყვანს. ეს როლი ეხება დისციპლინას, კონტროლს, შედეგს აქ და ახლა.

ძირითადი საქმიანობა

იქნებით ექიმების ხელფასებისა და ბონუსების გაანგარიშებისა და გაცემის პროცესის მფლობელი, ავტომატიზებული ანგარიშის მეშვეობით (1C + CRM): მოტივაციის სწორი მოდელი, უშეცდომო გაანგარიშება, გადახდები დროულად.

შესყიდვების, პრეპარატებისა და თვითღირებულების მკაცრი კონტროლი: მომწოდებლების ფასები, მარაგები, ჩამოწერები, მარჟა.

ბიუჯეტებისა და სახელფასო ფონდის ოპტიმიზაცია და კონტროლი ყველა მიმართულებით.

კომპანიის მდგრადი 20%-იან მომგებიანობამდე მიყვანა.

დროული მართვის ანგარიშგება: ბიუჯეტი, Cash Flow, P&L, ბალანსი.

ჩვენი მოლოდინები

ხარჯების შემცირება, სახელფასო ფონდის ოპტიმიზაცია, ბიზნესის სამიზნე მარჟამდე მიყვანა.

8+ წელი ფინანსებში, მათ შორის არანაკლებ 2 წელი ხელმძღვანელ პოზიციაზე.

გამოცდილება კლინიკებში ან მულტილოკაციურ ბიზნესში შესყიდვებით, საწყობით და პერსონალის რთული მოტივაციის სისტემით.

1C, Битрикс24, BI-ის საფუძვლიანი ცოდნა.

Claude-თან მჭიდრო „მეგობრობა" თქვენი უპირატესობა იქნება.

რატომ ჩვენ

ეს არის როლი ფინანსების მართვის რეალური შესაძლებლობით და გასაგები მისიით.

მაღალკვალიფიციური და ადეკვატური ხელმძღვანელების გუნდი.

კომპანიაში გამარტივებული მართვის სისტემა, არ არსებობს გრძელი შეთანხმების ჯაჭვები.

თქვენ იქნებით თქვენი ძირითადი პროცესების მფლობელი.

თქვენი მუშაობის შედეგი აისახება თქვენს შემოსავალში, ბიუროკრატიისა და სამი თვის შეთანხმებების გარეშე.

კომპანიაში ყველა პროცესი დეტალურად არის აღწერილი, ადაპტაცია მცირე დროს მოითხოვს.

კომპეტენტურად გამართული KPI სისტემები მთელ გუნდს საშუალებას აძლევს ურთიერთობდეს და ერთად მეტი გამოიმუშაოს.

დაქვემდებარებული გუნდი: ბუღალტერია, ფინანსური ანალიტიკოსი, შესყიდვების მენეჯერი და საწყობის ოპერატორები.

ჩვენი უკუკავშირისთვის აუცილებელია:

სამოტივაციო წერილი, სადაც მიუთითებთ 2-3 მაგალითს, თუ როგორ შეამცირეთ ხარჯები ან მიიყვანეთ ბიზნესი სამიზნე მოგებამდე.

თქვენი წერილი გადაეცემა კომპანიის CEO-ს.

ვენ გთავაზობთ: 

  • დინამიურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.
  • საჩუქრები დაბადების დღეზე;
  • მომხიბვლელი ფასდაკლებები პროცედურებზე;
  • სასაჩუქრე ქულები კომპანიისგან წელიწადში 5 ჯერ.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და ატვირთეთ რეზიუმე 2026 წლის 8 ივლისამდე.

       

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<