კლინიკების ქსელი „მედი“ — ეს არის საქართველოს უმსხვილესი ესთეტიკური მედიცინის მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ეკუთვნის ქართველი ექიმების ოჯახს.
კლინიკა მედის პრიორიტეტები:
საუკეთესო მომსახურება
კვალიფიციური ექიმები
უახლესი ტექნოლოგიები
მუდმივი განვითარება
პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო
კლინიკა „მედი” აცხადებს ვაკანსიას უმცროსი IT Support სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე
სამუშაო გამოცდილება: 1 წელი;
სამუშაო განაკვეთი: სრული;
ანაზღაურება: 1500 ლარი (NET)
ჩვენ ვიწვევთ ნიჭიერ სპეციალისტებს, რომელთაც სურთ კარიერული წინსვლა და განვითარება, თქვენ იქნებით დასაქმებული ევროპის დონის კლინიკაში. ჩვენი კომპანიის მენეჯერები იმუშავებენ თქვენთან ერთად გუნდურად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება უმაღლესი ან პროფესიული ინფორმაციული ტექნოლოგიების/ინჟინერიის კუთხით;
- სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ტექნიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ფუნქცია-მოვალეობები:
- ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მოვლისა და დაცვის წესების გაცნობა თანამშრომლებისათვის და შესრულების კონტროლი;
- კლინიკის ბალანსზე არსებული კომპიუტერების,პრინტერების, ვიდეო ჩამწერების, TV კამერების მონიტორების ტექნიკურად და პროგრამულად მუშაობის მონიტორინგი/გამართვა;
- კლინიკის ბალანსზე ტექნიკასა და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია/გამრთულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- პროვაიდერ კომპანიებთან ურთიერთობა (სილქნეტი, კავკასუსი);
- კლინიკის ბალანსზე არსებული სახარჯი მასალით, კატრიჯების დამუხტვა, ბარაბნის და მაგნიტური დისკის შეცვლა;
- კომპიუტერული საშუალებების შესყიდვა, ინსტალიაცია, ფუნქციების შემოწმება;
ჩვენ გთავაზობთ:
- დინამიურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
- პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
- საჩუქრები დაბადების დღეზე;
- მომხიბვლელი ფასდაკლებები პროცედურებზე;
- სასაჩუქრე ქულები კომპანიისგან წელიწადში 5 ჯერ.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და გამოაგზავნეთ CV 2026 წლის 15 ივნისამდე.