მთავარი ბუღალტერი
20-11-2025 - 20-12-2025
სამუშაო განაკვეთი: სრული

კლინიკების ქსელი „მედი“ — ეს არის საქართველოს უმსხვილესი ესთეტიკური მედიცინის მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ეკუთვნის ქართველი ექიმების ოჯახს.

კლინიკა მედის პრიორიტეტები:

საუკეთესო მომსახურება

კვალიფიციური ექიმები

უახლესი ტექნოლოგიები

მუდმივი განვითარება

პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო

კლინიკა ,, მედი“  აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის   პოზიციაზე.

გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი მთავარი ბუღალტერის პოზიციაზე;

სამუშაო განაკვეთი: სრული;

ანაზღაურება გამოსაცდელ პერიოდში: 3500 ლარი net.

ანაზღაურება გამოსაცდელი პერიოდის შემდგომ: 4000 ლარი net.

გასაუბრება ტარდება ინგლისურ ან რუსულ ენაზე.

ჩვენი მთავარი ბუღალტერი 20-წლიანი ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ გადის პენსიაზე და ახლა ვეძებთ ახალ კანდიდატს, რომელიც ჩაიბარებს ბუღალტერთა გუნდის ხელმძღვანელობას. არსებული გუნდი უზრუნველყოფს ერთწლიან სრულ მხარდაჭერას კონსულტაციისა და მენტორობის ფორმატში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების დარგში ან ზუსტ მეცნიერებებში;
  • საგადასახადო კოდექსისა და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • აუცილებელია MS Office-ის სრულყოფილად ცოდნა.
  • საბუღალტრო პროგრამა "ინფო-საწარმო "-ს სრულყოფილი ცოდნა (პრაქტიკული გამოცდილება);
  • სასურველია პროგრამა “1C “ - ცოდნა;
  • ინგლისური ან რუსული ენის B1 დონეზე ცოდნა;
  • სამოქალაქო, საბაჟო, შრომის, ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო კანონმდებლობა;
  • კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის, სალარო აპარატების გამოყენების, ანგარიშგების და საქმიანი და ფინანსური საქმიანობის რეგულაციები;
  • ტრანზაქციების დამუშავების პროცედურა და დოკუმენტების ნაკადის ორგანიზება ბუღალტრული აღრიცხვის სფეროებში;
  • ფინანსური ანგარიშსწორების ფორმირების ფორმები და პროცედურები;
  • ინვენტარის და სხვა ფასეულობების მიღების, შენახვისა და ხარჯვის პროცედურა;


ფუნქცია-მოვალეობები:

 

  • ორგანიზება გაუწიოს და უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის სპეციფიკის შესაბამისად;
  • მზადყოფნა არსებული პროგრამიდან 1С-ზე გადასვლის პროცესის მართვისა და კოორდინაციისთვის;
  • კომპანიის საქმიანობის სტრუქტურისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ბუღალტრული აღრიცხვის პოლიტიკის შემუშავება და მენეჯმენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
  • უზრუნველყოს კომპანიასა და მის დანაყოფებში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რაციონალური ორგანიზება თანამედროვე ტექნიკური საშუალებების გამოყენების საფუძველზე;
  • ქონების, ვალდებულებებისა და საქმიანი ტრანზაქციების აღრიცხვის, ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ნაღდი ფულის მოძრაობის აღრიცხვის ორგანიზება;
  • ხელფასის ანგარიშსწორების კანონიერების, დროულობისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის საგადასახადო ანგარიშგების ანალიზის ჩატარება.
  • ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების უსაფრთხოებისა და დადგენილი წესით არქივში მათი წარდგენის უზრუნველყოფა.

 

საქმიანი თვისებები:

 

  • პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • კრიტიკული აზროვნება.
  • ორგანიზებულობა;
  • სხარტი აზროვნების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;


ჩვენ გთავაზობთ:

  • დინამიურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
  • პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.
  • საჩუქრები დაბადების დღეზე;
  • მომხიბვლელი ფასდაკლებები პროცედურებზე;
  • სასაჩუქრე ქულები კომპანიისგან წელიწადში 5 ჯერ.

კომპანია საერთაშორისოა და გასაუბრება ჩატარდება უცხოურ ენაზე: ინგლისურ ან რუსულ ენაზე კანდიდატის სურვილის შესაბამისად

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და გამოაგზავნეთ CV 2025 წლის 20 დეკემბრამდე.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!