კლინიკების ქსელი „მედი“ — ეს არის საქართველოს უმსხვილესი ესთეტიკური მედიცინის მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ეკუთვნის ქართველი ექიმების ოჯახს.
კლინიკა მედის პრიორიტეტები:
საუკეთესო მომსახურება
კვალიფიციური ექიმები
უახლესი ტექნოლოგიები
მუდმივი განვითარება
პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო
კლინიკა ,, მედი“ აცხადებს ვაკანსიას ექიმი დერმატო კოსმეტოლოგის პოზიციაზე.
ანაზღაურება გამომუშავებით % ული დამწყები 1000 ლარიდან, პირველ საფეხურზე 3000+
ლოკაცია: გორი.
გრაფიკი: ექიმს შეუძლია სამსახურში გამოცხადდეს პროგრამულად პაციენტის ჩაწერის შესაბამისად და ბოლო პაციენტის მიღების შემდგომ დაასრულოს მუშაობა.
ჩვენი მისია:
გავაუმჯობესოთ ადამიანების ცხოვრების ხარისხი, შევინარჩუნოთ მათი ახალგაზრდობა და ჯანმრთელობა. განვავითაროთ ლიდერი საეთაშორისო ქსელი ესთეტიკური მედიცინის კლინიკების, დაფუძნებული მრავალწლიან გამოცდილებაზე, ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და კორპორაციულ პროფესიონალიზმზე.
ჩვენი უპირატესობები:
მოწინავე ტექნოლოგიები - ჩვენ ვიყენებთ ყველაზე ეფექტურ აპარატებს.
პირადი აკადემია - გვაქვს ჩვენი სტანდარტები თანამშრომელთა სწავლებისთვისა და მომსახურების გაწევისთვის.
კორპორატიული კულტურა (ვგეგმავთ ტრენინგებსა და სემინარებს, აგრეთვე ავღნიშნავთ მნიშვნელოვან მოვლენებს) - თანამშრომელთა პროფესიონალიზმი და კურატორობის სისტემის განვითარება.
ხარ დამწყები ექიმი-კოსმეტოლოგი, დაასრულე რეზიდენტურა, გაქვს ამბიცია და უნარები, მაგრამ სისტემა არ გაძლევს განვითარების საშუალებას? არ გყავს მენტორი, რომელიც შენზე იქნება ორიენტირებული?
„მედიში“ შენ შეაბიჯებ მზა ინფრასტრუქტურაში, სადაც სწავლება, მენტორობა, პრაქტიკა, მარკეტინგი და განვითარება ადაპტაციის პროცესის ნაწილია. ჩვენ ვართ მოწინავე ბრენდი უმაღლესი სტანდარტებით, საუკეთესო აღჭურვილობითა და მედიკამენტებით.
რას მიიღებ ჩვენთან:
24/7 პირადი მენტორი – უმაღლესი კატეგორიის ექსპერტი-მასწავლებელი.
300+ საათიანი ინტენსიური პროგრამა – ხელის დაყენება და ყველა მეთოდი რეალურ მოდელებზე.
მუშა სისტემა – თეორიიდან შედეგამდე პრაქტიკული სწავლებით.
ვინ ვართ ჩვენ:
საერთაშორისო კომპანია 31 კლინიკით საქართველოში, რუსეთსა და ჩეხეთში. ვართ ესთეტიკური მედიცინის ლიდერები პაციენტების ნაკადითა და ბრუნვით, სადაც ქვეყნის უძლიერესი ექიმები და ქირურგები მუშაობენ.
კარიერული ზრდის სისტემა:
ჩვენი კლინიკები სამ დონედ იყოფა („მინი“, „კომფორტი“, „ცენტრალური ფილიალი“). თითოეული ეტაპი ნიშნავს პროცედურების ახალ კლასს, შემოსავალსა და აუდიტორიას.
ინდივიდუალური განვითარების გეგმისა და ციფრული მაჩვენებლების საფუძველზე, 1.5–2 წელიწადში შენ სრულად გადადიხარ განვითარების უმაღლეს საფეხურზე.
ჩვენ ვითხოვთ:
უმაღლესი სამედიცინო განათლება
რეზიდენტურა დერმატო-ვენეროლოგიაში;
ჩვენ გთავაზობთ:
კორპორატიულ ფორმას;
მიმზიდველ ფასდაკლებას კლინიკის მომსახურებაზე თანამშრომლებისა და მათი ნათესავებისთვის;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
საჩუქრებს დაბადების დღეზე;
მედის პროცედურებზე ვაუჩერებს ქულების სახით წელიწადში 5 ჯერ.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და გამოაგზავნეთ CV .