ფინანსური ანალიტიკოსი
11-06-2026 - 11-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კლინიკების ქსელი „მედი“ — ეს არის საქართველოს უმსხვილესი ესთეტიკური მედიცინის მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ეკუთვნის ქართველი ექიმების ოჯახს.

კლინიკა მედის პრიორიტეტები:

საუკეთესო მომსახურება

კვალიფიციური ექიმები

უახლესი ტექნოლოგიები

მუდმივი განვითარება

პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო

კლინიკა „მედი”  აცხადებს  ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის ვაკანტურ თანამდებობაზე

პოზიციაზე განიხილება დამწყები ფინანსური ანალიტიკოსი ან ფინანსური მენეჯერი.

გრაფიკი:

ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით ოფისი 09:30-18:00 სთ;

პარასკევი დისტანციურად 09:30-18:00 სთ.

ანაზღაურება: 1800 ლარი (net) გამოცდილების შესაბამისად;

 

ფუნქცია-მოვალეობები :

  • CRM სისტემაში არსებული კალკულაციების განახლება;
  • კალკულაციების პერიოდული კონტროლი და კორექტირება;
  • ხელმძღვანელისთვის თვიური (ანალიტიკური) რეპორტების მომზადება;
  • სტატისტიკური ფინანსური რეპორტინგის მომზადებაში მონაწილეობა;
  • ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა;
  • მოთხოვნის მიხედვით, კომპანიის სხვადასხვა ტიპის რესურსებზე კონტროლის მექანიზმის შემუშავებაში მონაწილეობა და შესაბამისი ანალიტიკის წარმოება;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • ფინანსების,ეკონომიკის ან მსგავს სფეროში ბაკალავრის ხარისხი;
  • ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოციდლება;
  • ფინანსური მოდელების და ანალიზის უნარი;
  • Excel-ისა და ფინანსური პროგრამული უზურნველყოფის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ან რუსული ენის B2 დონეზე ცოდნა;

 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

 

  • პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;

 

ჩვენ გთავაზობთ

  • დინამიურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
  • პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.
  • საჩუქრები დაბადების დღეზე;
  • მომხიბვლელი ფასდაკლებები პროცედურებზე;
  • სასაჩუქრე ქულები კომპანიისგან წელიწადში 5 ჯერ.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და გამოაგზავნეთ CV 2026 წლის 11 ივლისამდე, გასაუბრება ჩატარდება ინგლისურ ან რუსულ ენაზე.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<