კლინიკა „მედი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს „მედი-ესთეტიკს“ საქართველოში.
კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია.
კლინიკა მედის პრიორიტეტები:
საუკეთესო მომსახურება
კვალიფიციური ექიმები
უახლესი ტექნოლოგიები
მუდმივი განვითარება
პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო
საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - "მედი" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
მდებარეობა-თბილისი.
სამუშაო გრაფიკი- 6 საათიანი, 09:00დან 15:00 საათმდე ან 15:00დან 21:00 საათამდე, (მაქსიმუმ 36 სთ) წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად;
დასვენება კვირაში 1 ან 2 დღე;
ანაზღაურება- საათობრივი, ნამუშევარი დროის მიხედვით, საშუალოდ 720-870 ლარი NET + თვიური ბონუსი;
ჩვენთან გთავაზობთ:
** დასაქმებას ევროპის დონის კლინიკაში;
** მიმზიდველ ფასდაკლებას კლინიკის მომსახურებაზე თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საჩუქრებს დაბადების დღეზე;
** სასაჩუქრე ქულებს წელიწადში 5 ჯერ.
ძირითადი მოვალეობები:
- შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება შესაბამის პირთან;
- პოტენციური პაციენტების რეგისტრაცია შესაბამის ექიმთან;
- პოტენციური პაციენტისთვის კლინიკა მედის სერვისის შეთავაზება/გაყიდვა;
- გაყიდვებში აქტიური ჩართულობა;
- პოტენციურ პაციენტებთან ბაზების წარმოება და მართვა;
- კლინკის შიდა პროდუქტის უმაღლეს დოენეზე ცოდნა;
- უფროსი ადმინისტრატორის დავალებით კლინიკა მედის ფეისბუქის გვერდის ადმინისტრირება:
- პაციენტებთან ფეისბუქის ონლაინ ჩათის მეშვეობით კომუნიკაცია;
- პაციენტისთვის პროდუქციის და სერვისის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
- ჩათის საშუალებით პაციენტისთვის კონსულტაციის გაწევა.
- სხვა დავალებები და პასუხისმგებლობა მოთხოვნის შესაბამისად;
ძირითადი მოთხოვნები:
- მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- გამართული საუბრის უნარი;
- პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო (გამართულად) დონეზე.
საქმიანი თვისებები:
- პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
- კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- კრიტიკული აზროვნება.
- ორგანიზებულობა;
- სხარტი აზროვნების უნარი;
- სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და გამოაგზავნეთ CV