კლინიკების ქსელი „მედი“ — ეს არის საქართველოს უმსხვილესი ესთეტიკური მედიცინის მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ეკუთვნის ქართველი ექიმების ოჯახს.
კლინიკა მედის პრიორიტეტები:
საუკეთესო მომსახურება
კვალიფიციური ექიმები
უახლესი ტექნოლოგიები
მუდმივი განვითარება
პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო
კლინიკა „მედი” აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება:1500-2000 ლარი (NET) გამოცდილების შესაბამისად + ყოველთვიური, კვარტლური და წლიური ბონუსი წინასწარ განსაზღვრული KPI -ის მიხედვით.
ძირითადი მოვალეობები:
- • ჩვენი Facebook, Instagram, TikTok ანგარიშების მართვა;
- • კონტენტის შეგროვება;
- • კონტენტის ფოტო, ვიდეო მასალის რედაქტირება და დიზაინის გაკეთება;
- • კონტენტის განთავსება;
- • შედეგების ანალიზი სოციალურ ქსელებში;
- • კომპანიის ბრენდების და ღირებულებების დაცვა;
- • შექმენით გასაოცარი გვერდი!
ძირითადი მოთხოვნები:
- მედიასა და კომუნიკაციების სფეროში მუშაობის გამოცდილება (SMM მენეჯერი, კომუნიკაციების მენეჯერი, კონტენტ მენეჯერი)
- საინტერესო, ინოვაციური ტექსტების დაწერის უნარი;
- ფეისბუქის, ინსტაგრამის, ტიკტოკის, ტელეგრამის გვერდების ადმინისტრირება - ინსტრუმენტების ცოდნა;
- იცოდეთ როგორ შექმნათ ლამაზი პოსტები;
- პუნქტუალურობა და გუნდში მუშაობის უნარი;
- სასურველია რუსული და ინგლისური B1 დონეზე.
საქმიანი თვისებები:
- პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
- კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- კრიტიკული აზროვნება.
- ორგანიზებულობა;
- სხარტი აზროვნების უნარი;
- სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- დინამიურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
- პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
- საჩუქრები დაბადების დღეზე;
- მომხიბვლელი ფასდაკლებები პროცედურებზე;
- სასაჩუქრე ქულები კომპანიისგან წელიწადში 5 ჯერ.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და გამოაგზავნეთ CV 2026 წლის 2 იანვრამდე.