ექიმი სტომატოლოგი თერაპევტი - ზუგდიდი
19-11-2026 - 31-12-2026
კლინიკების ქსელი „მედი“ — ეს არის საქართველოს უმსხვილესი ესთეტიკური მედიცინის მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ეკუთვნის ქართველი ექიმების ოჯახს.

კლინიკა მედის პრიორიტეტები:

საუკეთესო მომსახურება

კვალიფიციური ექიმები

უახლესი ტექნოლოგიები

მუდმივი განვითარება

პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო

საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი -„მედი“ აცხადებს ვაკანსიას  სტომატოლოგი თერაპევტის პოზიციაზე.

 

მდებარეობა: ზუგდიდი, კ. გამსახურდიას ქუჩა №35

სამუშაო განაკვეთი:  ექიმს შეუძლია სამსახურში გამოცხადდეს პროგრამულად პაციენტის ჩაწერის შესაბამისად და ბოლო პაციენტის მიღების შემდგომ დაასრულოს მუშაობა.

ანაზღაურება:  ექიმი (Junior) – 20% (Net);

                         წამყვანი ექიმი (Middle) – 25% (Net)

                 

კონკრეტული პროცენტული განაკვეთის შეთავაზება მოხდება კანდიდატის პროფესიული ცოდნის, კვალიფიკაციისა და პრაქტიკული გამოცდილების წინასწარი შეფასების საფუძველზე.

 

ჩვენთან მუშაობის პრივილეგია:

  • პირველადი და მეორადი პაციენტების დიდი ნაკადი;
  • სოციალურ ქსელებში თქვენი და თქვენი სამუშაოს პოპულარიზაცია.
  • მაღალი გამომუშავება/ანაზღაურება.
  • მუშაობა პროფესიონალურ გუნდთან ერთად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
    
      1. უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომი;  
      2. მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატის არსებობა;
      3.შესაბამისი მიმართულებით პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება;


 მოვალეობები:    

  • პაციენტის მიღება/კონსულტაცია;
  • სამედიცინო მომსახურების გაწევა ხარისხისტანდარტების შესაბამისად;
  • მკურნალობის პროცესთან დაკავშრებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

ჩვენ გთავაზობთ:

  • დინამიურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
  • პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.
  • საჩუქრები დაბადების დღეზე;
  • მომხიბვლელი ფასდაკლებები პროცედურებზე;
  • სასაჩუქრე ქულები კომპანიისგან.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და გამოაგზავნეთ CV 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!