მარკეტინგის განყოფილების უფროსი
13-11-2025 - 13-12-2025

კლინიკა „მედი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს „მედი-ესთეტიკს“ საქართველოში.

კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია.

სასტუმრო Magnika Resort & Spa შეკვეთილში,ზღვასთან ახლოს,მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე მდებარეობს,გამოირჩევა ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერითა და ზომიერი კლიმატით.სასტუმროში წარმოდგენილია 42 თანამედროვე კომფორტული ნომერი, 5 ვილა, ღია აუზი, სპორტული დარბაზი, რესტორნები, ბარი, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი.

კლინიკა მედი და სასტუმრო მაგნიკა აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

ანაზღაურება:  ფიქსირებული 3500-4000 (დამოკიდებულია გამოცდილებაზე) +KPI თვიური, კვარტლური და წლიური,  შესრულების მიხედვით.

ჩვენთან მუშაობის უპირატესობები: 

 

  • ახალი თანამედროვე ოფისი;
  • სუპერ პროფესიონალი კოლეგები;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • საჩუქრები დაბადების დღეზე;
  • ფასდაკლებები პროცედურებზე;
  • სასაჩუქრე ქულები კომპანიისგან წელიწადში 5 ჯერ.

ძირითადი მოვალობები:

  • მარკეტინგის დეპარტამენტის გუნდის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;
  • საქართველოში არსებული სასტუმროსა და 20 კლინიკის სტრატეგიული გეგმის შემუშავება და განხორციელება;
  • ახალი პაციენტების მოზიდვა კლინიკებში და არსებული პაციენტების შენარჩუნება სხვადასხვა მარკეტინგული მეთოდებით;
  • მომხმარებლების მოძიებისთვის პლათფორმებისა და არხების დეტალურად ცოდნა, განსაკუთრებით Facebook Ads და Google Ads. ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელსაც უკვე აქვს ნამუშევარი მსგავსი მეთოდებით და ახლა სპეციალისტის კვალიფიკაცია აქვს;
  • უხელმძღვანელოს მარკეტინგულ აქტივობებს და პროექტებს;
  • მკაცრად დაიცვას კომპანიის პრინციპები,რათა გააერთიანოს ბრენდის სტილი ქსელის ყველა კლინიკაში და უზრუნველყოს მათი მუდმივი მარკეტინგული მხარდაჭერა;
  • შეიმუშავოს და დანერგოს ბრენდის იმიჯის მართვის სტრატეგიები,მათ შორის SERM მეთოდების გამოყენება;
  • ჩაატაროს მომხმარებელთა ანალიზი,შეაფასოს კონკურენტები და აწარმოოს მონიტორინგი ბაზრის ტენდენციებსა და მომხმარებელთა შეხედულების განვითარებაზე;
  • ითანამშრომლოს მომხმარებლებთან მომსახურების დეპარტამენტთან და სხვა განყოფილებებთან,რათა უზრუნველყოს მარკეტინგული ინიციატივები საერთო ბიზნეს მიზნებთან;
  • უზრუნველყოს მედიის დაგეგმვა ციფრულ კამპანიებზე დაყრდნობით. მართოს ბიუჯეტი,უზრუნველყოს ეფექტური ხარჯვისა და ხარჯების განაწილება კომპანიის KPI და დაგეგმილი ფინანსური მაჩვენებლების შე სასრულებლად;
  • უზრუნველყოს ანალიტიკური და ფინანსური მონაცემების მიწოდება;

კვალიფიკაციები:

  • მარკეტინგის სფეროში 5+ წლიანი გამოცდილება;
  • 1+ წლიანი გამოცდილება მარკეტინგის ხელმძღვანელად,მარკეტინგის პროექტის მენეჯერად ან მარკეტინგის კოორდინატორად;
  • ციფრული მარკეტინგის არხების,მათ შორის SEO , სოციალური მედიის,კონტენტ მარკეტინგისა და ელექტრონული კამპანიების ცოდნა;
  • ბრენდის ფორმირებისა და მართვის მექანიზმების ცოდნა;
  • გლობალური მარკეტინგული სტრატეგიებისა და კამპანიების შექმნისა და მართვის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცობნა B2 დონეზე ჩაითვლება პრიორიტეტად;

 

პიროვნული თვისებები:

 

  • ძლიერი ანალიტიკური და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარები;
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარები;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;

 

 

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი რეზიუმე,

გისურვებთ წარმატებებს!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!