კლინიკების ქსელი „მედი“ — ეს არის საქართველოს უმსხვილესი ესთეტიკური მედიცინის მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ეკუთვნის ქართველი ექიმების ოჯახს.
კლინიკა მედის პრიორიტეტები:
საუკეთესო მომსახურება
კვალიფიციური ექიმები
უახლესი ტექნოლოგიები
მუდმივი განვითარება
პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო
კლინიკა "მედი" აცხადებს ვაკანსიას ექიმი სტომატოლოგი იმპლანტოლოგის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, გრაფიკის მიხედვით ექიმს შეუძლია სამსახურში გამოცხადდეს პროგრამულად პაციენტის ჩაწერის შესაბამისად.
ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება მომსახურების შედეგად მიღებული შემოსავლის 35%-ის ოდენობით, საიდანაც ანაზღაურების გაანგარიშებამდე გამოიქვითება გამოყენებული მასალების ღირებულება.
ჩვენთან მუშაობის პრივილეგია:
- პირველადი და მეორადი პაციენტების დიდი ნაკადი;
- სოციალურ ქსელებში თქვენი და თქვენი სამუშაოს პოპულარიზაცია.
- მაღალი გამომუშავება/ანაზღაურება.
- კარიერული ზრდა
- მუშაობა პროფესიონალურ გუნდთან ერთად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
- მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატის არსებობა;
- მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მოცემულ პოზიციაზე;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე.
მოვალეობები:
- პაციენტის მიღება/კონსულტაცია;
- სამედიცინო მომსახურების გაწევა ხარისხისტანდარტების შესაბამისად;
მკურნალობის პროცესთან დაკავშრებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; - საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
ჩვენ გთავაზობთ:
- დინამიურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
- პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
- საჩუქრები დაბადების დღეზე;
- მომხიბვლელი ფასდაკლებები პროცედურებზე;
- სასაჩუქრე ქულები კომპანიისგან წელიწადში 5 ჯერ.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და გამოაგზავნეთ CV 2026 წლის 23 ნოემბრამდე.