უფროსი მარკეტინგის მენეჯერი - კოსმეტოლოგიისა და პლასტიკური ქირურგიის მიმართულება
26-11-2026 - 31-12-2026

კლინიკა „მედი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს „მედი-ესთეტიკს“ საქართველოში.

კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია.

კლინიკა მედი აცხადებს ვაკანსიას კოსმეტოლოგიის, ლაზერული მომსახურებისა და პლასტიკური ქირურგიის მიმართულებების უფროსი მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 17:30 ან 09:30 - 18:00 (წინასწარი შეთანხმებით, თანამშრომლის არჩევანის შესაბამისად).

კვირაში 1 დღე დისტანციურად (სამშაბათს, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს).

ანაზღაურება: 3500₾ + KPI (საშუალოდ თვიურად 1500-2000)

 

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

  • კოსმეტოლოგიის, ლაზერული მომსახურებისა და პლასტიკური ქირურგიის მიმართულებების მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
  • კოსმეტოლოგიის, ლაზერული მომსახურებისა და პლასტიკური ქირურგიის მომსახურებების პოპულარიზაციისა და გაყიდვების ზრდისთვის მარკეტინგული კამპანიების, პროექტებისა და სპეციალური შეთავაზებების დაგეგმვა და მართვა, მათი განხორციელების კოორდინაცია საერთო მარკეტინგის გუნდთან და შესაბამის დეპარტამენტებთან;
  • ახალი პაციენტების მოზიდვა, არსებული პაციენტების შენარჩუნება და განმეორებითი ვიზიტების ზრდის ხელშეწყობა;
  • Google Ads-ისა და Facebook Ads-ის სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, მართვა და ოპტიმიზაცია, ამ არხების მეშვეობით ახალი პაციენტების მოზიდვა და მომსახურებების გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
  • კომპანიის ბრენდის ერთიანი სტილისა და პოზიციონირების დაცვა შესაბამისი მიმართულებების მარკეტინგულ აქტივობებში, ასევე მათი ონლაინრეპუტაციის მონიტორინგი და გაუმჯობესება, მათ შორის SERM მეთოდების გამოყენებით;
  • ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების შესწავლა და ანალიზი, ახალი შესაძლებლობების გამოვლენა;
  • მომხმარებელთა მომსახურების დეპარტამენტთან, კლინიკების ხელმძღვანელებთან, ექიმებთან და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანად განხორციელებისთვის;
  • კოსმეტოლოგიის, ლაზერული მომსახურებისა და პლასტიკური ქირურგიის მიმართულებების მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა, მართვა და ხარჯების კონტროლი;
  • სარეკლამო კამპანიების შედეგების, ახალი პაციენტების მოზიდვის, კონვერსიის, მომსახურებების გაყიდვებისა და სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენებლების ანალიზი;
  • მენეჯმენტისთვის შესაბამისი სამედიცინო მიმართულებების მარკეტინგული შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება და მათი გაუმჯობესების გზების შეთავაზება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მარკეტინგის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
  • მარკეტინგული პროექტებისა და კამპანიების დამოუკიდებლად მართვის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების პრაქტიკული გამოცდილება;
  • მომსახურებების გაყიდვების ზრდისა და ახალი მომხმარებლების მოზიდვაზე ორიენტირებული მარკეტინგული კამპანიების მართვის გამოცდილება;
  • Google Ads - ისა და Facebook Ads - ის პროფესიულ დონეზე ცოდნა და ამ არხებით მომხმარებლების მოზიდვის პრაქტიკული გამოცდილება;
  • ციფრული მარკეტინგის არხების, მათ შორის SEO-ს, სოციალური მედიისა და კონტენტმარკეტინგის ცოდნა;
  • ბრენდის პოზიციონირებისა და მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვის, მართვისა და კამპანიების შედეგების ანალიზის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;
  • სამედიცინო სფეროში, ესთეტიკურ მედიცინაში ან პრემიუმ მომსახურებების მარკეტინგში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

საჭირო უნარები:

  • ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
  • ეფექტური დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • გუნდური მუშაობისა და სამუშაო პროცესების კოორდინაციის უნარი;
  • ინიციატივიანობა და შემოქმედებითი მიდგომა;
  • დროისა და პრიორიტეტების ეფექტურად მართვის უნარი.

 

ჩვენთან მუშაობის უპირატესობები: 

  • ახალი თანამედროვე ოფისი;
  • სუპერ პროფესიონალი კოლეგები;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • საჩუქრები დაბადების დღეზე;
  • ფასდაკლებები პროცედურებზე;
  • სასაჩუქრე ქულები კომპანიისგან წელიწადში 5 ჯერ.

 

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და გამოგზავნეთ CV.

 

 

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!