კლინიკების ქსელი „მედი“ — ეს არის საქართველოს უმსხვილესი ესთეტიკური მედიცინის მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ეკუთვნის ქართველი ექიმების ოჯახს.
კლინიკა მედის პრიორიტეტები:
საუკეთესო მომსახურება
კვალიფიციური ექიმები
უახლესი ტექნოლოგიები
მუდმივი განვითარება
პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო
საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - "მედი" აცხადებს ვაკანსიას ლაზეროთერაპევტის პოზიციაზე.
მდებარეობა- რუსთავი.
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 3-4 სამუშაო დღე ;
სამუშაო გამოცდილება: ადგილზე შეგასწავლით სრულად პროცედურებს.
ჩვენ ვიწვევთ ნიჭიერ სპეციალისტებს, რომელთაც სურთ კარიერული წინსვლა და განვითარება ესთეტიკური მედიცინის სფეროში. თქვენ იქნებით დასაქმებული ევროპის დონის კლინიკაში.
ჩვენთან მუშაობის პრივილეგია:
** პირველადი და მეორადი პაციენტების დიდი ნაკადი;
** სოციალურ ქსელებში თქვენი და თქვენი სამუშაოს პოპულარიზაცია.
** ტრენინგი და პრაქტიკა კლინიკა "მედის" ბაზაზე.
** მაღალი გამომუშავება/ანაზღაურება.
** კარიერული ზრდა
** მუშაობა პროფესიონალურ გუნდთან ერთად.
ჩვენი მოთხოვნები კანდიდატების მიმართ:
** სამედიცინო განათლება (ბაკალავრიატის დიპლომი მისაღებია)ან თუ გაქვთ მედდის დიპლომი და ლაზეროთერაპევტის მოკლე კურსის სერტიფიკატი.
მოვალეობები:
** პაციენტის კონსულტაცია.
** სამედიცინო მომსახურების გაწევა, ხარისხის სტანდარტების შესაბამისად.
ჩვენ გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფორმას;
- მიმზიდველ ფასდაკლებას კლინიკის მომსახურებაზე თანამშრომლებისა და მათი
ნათესავებისთვის;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- საჩუქრებს დაბადების დღეზე;
- მედის პროცედურებზე ვაუჩერებს ქულების სახით წელიწადში 5 ჯერ.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და გამოაგზავნეთ CV 2026 წლის 2 იანვრამდე.