ტექნიკური ოფიცერი
25-05-2026 - 25-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კლინიკების ქსელი „მედი“ — ეს არის საქართველოს უმსხვილესი ესთეტიკური მედიცინის მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ეკუთვნის ქართველი ექიმების ოჯახს.

კლინიკა მედის პრიორიტეტები:

საუკეთესო მომსახურება

კვალიფიციური ექიმები

უახლესი ტექნოლოგიები

მუდმივი განვითარება

პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო

კლინიკა „მედი”  აცხადებს  ვაკანსიას ტექნიკური ოფიცერის ვაკანტურ თანამდებობაზე:

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში: 

  •  შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
  •  გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
  •  გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა;
  •  მომხიბვლელი ფასდაკლებები კლინიკა მედის პროცედურებზე თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებისთვის;
  •  უფასო ყავა;
  •  წელიწადში ხუთჯერ კლინიკისგან სასაჩუქრე ქულები;
  •  საჩუქარი დაბადების დღეზე;

 

გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00დან 17:30 საათამდე;

ანაზღაურება: 1300 ლარი (net)

ძირითადი მოვალეობები: 

 

  • საყოფაცხოვრებო მანიპულაციების შესრულება,როგორიცაა ნათურის გამოცვლა,ონკანის და კარის სახელურის შეკეთება/შეცვლა და ა.შ;
  • სხვადასხვა დავალებების შესრულება სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე;
  • ფილიალების პერიოდული მონიტირნგი და ლოჯისტიკის კუთხით საჭირო ჩასატარებელი სამუშაოების აღრიცხვა/ჩატარება;
  • ახალი ფილიალის გახსნის, არსებულების განახლება-გარემონტების პროცესში ჩართულობა;
  • ფილიალის ინტერიერის ცვლილების პროცესში დახმარება;
  • ოფისისა და ფილიალების გათბობა-გაგრილების სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა/კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:

 

  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი  სამუშაო გამოცდილება;
  • საშუალო ან პროფესიული განათლება;

საქმიანი თვისებები:

 

  • პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • სხარტი აზროვნების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;

 

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და გამოაგზავნეთ CV 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!