ადმინისტრატორი
02-12-2025 - 02-01-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კლინიკების ქსელი „მედი“ — ეს არის საქართველოს უმსხვილესი ესთეტიკური მედიცინის მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ეკუთვნის ქართველი ექიმების ოჯახს.

კლინიკა მედის პრიორიტეტები:

საუკეთესო მომსახურება

კვალიფიციური ექიმები

უახლესი ტექნოლოგიები

მუდმივი განვითარება

პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო

კლინიკა "მედი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მდებარეობა-თბილისი.

      აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 1 წლის გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე ან შესაბამისი პროფილის კომპანიაში ;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ფლობდეს ინფორმაციას ექიმების გრაფიკებისა და პაციენტების ჩაწერის შესახებ;
  • შეინარჩუნოს წესრიგი სამუშაო ადგილზე;
  • შეავსოს პაციენტის ყველა საჭირო დოკუმენტაცია;
  • შეატყობინოს ასისტენტს ან ექიმს პაციენტის ვიზიტის შესახებ;
  • შეუქმნას კომფორტი მომლოდინე პაციენტს;
  • დაგვიანების ან ვიზიტის გადადების შემთხვევაში აცნობოს ექიმს ან ასისტენტს;
  • 15 წუთზე მეტი დაგვიანების შემთხვევაში დაურეკოს პაციენტს, დააზუსტოს მიზეზი და პროგრამულად ასახოს;
  • მოახდინოს პაციენტის ინფორმირება პროცედურების, მათი ღირებულებისა და აქციების შესახებ;
  • დაითვალოს თანხა, განახორციელოს გადახდა სალარო აპარატის მეშვეობით;
  • შეამოწმოს პაციენტის მიერ წარმოდგენილი საბანკო ბარათები, ჩაატაროს გადახდის ოპერაცია;
  • განახორციელოს სისტემატიური კონტროლი სალარო აპარატზე.

ჩვენ გთავაზობთ: 

  • დინამიურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
  • პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.
  • საჩუქრები დაბადების დღეზე;
  • მომხიბვლელი ფასდაკლებები პროცედურებზე;
  • სასაჩუქრე ქულები კომპანიისგან წელიწადში 5 ჯერ.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და გამოაგზავნეთ CV 2026 წლის 2 იანვრამდე.

       

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!