კლინიკა „მედი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს „მედი-ესთეტიკს“ საქართველოში.
კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია.
კლინიკა მედი აცხადებს ვაკანსიას სტომატოლოგიის მიმართულების უფროსი მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 17:30 ან 09:30 - 18:00 (წინასწარი შეთანხმებით, თანამშრომლის არჩევანის შესაბამისად).
კვირაში 1 დღე დისტანციურად (სამშაბათს, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს).
ანაზღაურება: 3500₾ + KPI (საშუალოდ თვიურად 1500-2000)
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
- სტომატოლოგიის მიმართულების მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
- სტომატოლოგიის მიმართულების პოპულარიზაციისა და გაყიდვების ზრდისთვის მარკეტინგული კამპანიების, პროექტებისა და სპეციალური შეთავაზებების დაგეგმვა და მართვა, მათი განხორციელების კოორდინაცია საერთო მარკეტინგის გუნდთან და შესაბამის დეპარტამენტებთან;
- ახალი პაციენტების მოზიდვა, არსებული პაციენტების შენარჩუნება და განმეორებითი ვიზიტების ზრდის ხელშეწყობა;
- Google Ads-ისა და Facebook Ads-ის სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, მართვა და ოპტიმიზაცია, ამ არხების მეშვეობით ახალი პაციენტების მოზიდვა და მომსახურებების გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
- კომპანიის ბრენდის ერთიანი სტილისა და პოზიციონირების დაცვა შესაბამისი მიმართულებების მარკეტინგულ აქტივობებში, ასევე მათი ონლაინრეპუტაციის მონიტორინგი და გაუმჯობესება, მათ შორის SERM მეთოდების გამოყენებით;
- ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების შესწავლა და ანალიზი, ახალი შესაძლებლობების გამოვლენა;
- მომხმარებელთა მომსახურების დეპარტამენტთან, კლინიკების ხელმძღვანელებთან, ექიმებთან და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანად განხორციელებისთვის;
- სტომატოლოგიის მიმართულების მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა, მართვა და ხარჯების კონტროლი;
- სარეკლამო კამპანიების შედეგების, ახალი პაციენტების მოზიდვის, კონვერსიის, მომსახურებების გაყიდვებისა და სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენებლების ანალიზი;
- მენეჯმენტისთვის შესაბამისი სამედიცინო მიმართულებების მარკეტინგული შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება და მათი გაუმჯობესების გზების შეთავაზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მარკეტინგის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
- მარკეტინგული პროექტებისა და კამპანიების დამოუკიდებლად მართვის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების პრაქტიკული გამოცდილება;
- მომსახურებების გაყიდვების ზრდისა და ახალი მომხმარებლების მოზიდვაზე ორიენტირებული მარკეტინგული კამპანიების მართვის გამოცდილება;
- Google Ads - ისა და Facebook Ads - ის პროფესიულ დონეზე ცოდნა და ამ არხებით მომხმარებლების მოზიდვის პრაქტიკული გამოცდილება;
- ციფრული მარკეტინგის არხების, მათ შორის SEO-ს, სოციალური მედიისა და კონტენტმარკეტინგის ცოდნა;
- ბრენდის პოზიციონირებისა და მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვის, მართვისა და კამპანიების შედეგების ანალიზის გამოცდილება;
- უპირატესობად ჩაითვლება სტომატოლოგიურ კლინიკაში მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 დონეზე;
- უპირატესობად ჩაითვლება სამედიცინო სფეროში, ესთეტიკურ მედიცინაში ან პრემიუმ მომსახურებების მარკეტინგში მუშაობის გამოცდილება;
საჭირო უნარები:
- ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
- ეფექტური დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- გუნდური მუშაობისა და სამუშაო პროცესების კოორდინაციის უნარი;
- ინიციატივიანობა და შემოქმედებითი მიდგომა;
- დროისა და პრიორიტეტების ეფექტურად მართვის უნარი.
ჩვენთან მუშაობის უპირატესობები:
- ახალი თანამედროვე ოფისი;
- სუპერ პროფესიონალი კოლეგები;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- საჩუქრები დაბადების დღეზე;
- ფასდაკლებები პროცედურებზე;
- სასაჩუქრე ქულები კომპანიისგან წელიწადში 5 ჯერ.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და გამოგზავნეთ CV.