კლინიკების ქსელი „მედი“ — ეს არის საქართველოს უმსხვილესი ესთეტიკური მედიცინის მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ეკუთვნის ქართველი ექიმების ოჯახს.
კლინიკა მედის პრიორიტეტები:
საუკეთესო მომსახურება
კვალიფიციური ექიმები
უახლესი ტექნოლოგიები
მუდმივი განვითარება
პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო
საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - "მედი" აცხადებს ვაკანსიას ლაზეროთერაპევტის პოზიციაზე.
მდებარეობა- თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე ; ფილიალის სამუშაო საათებია 10:00-დან საღამოს 19:00 საათამდე.
სავალდებულოდ ფილიალში ყოფნის დრო: 11:00 საათიდან 17:00 საათამდე.
სამუშაო გამოცდილება: ადგილზე შეგასწავლით სრულად პროცედურებს.
ანაზღაურება: შემოსავლიდან განისაზღვრება %.
ჩვენ ვიწვევთ ნიჭიერ სპეციალისტებს, რომელთაც სურთ კარიერული წინსვლა და განვითარება ესთეტიკური მედიცინის სფეროში. თქვენ იქნებით დასაქმებული ევროპის დონის კლინიკაში.
ჩვენთან მუშაობის პრივილეგია:
** პირველადი და მეორადი პაციენტების დიდი ნაკადი;
** სოციალურ ქსელებში თქვენი და თქვენი სამუშაოს პოპულარიზაცია.
** ტრენინგი და პრაქტიკა კლინიკა "მედის" ბაზაზე.
** მაღალი გამომუშავება/ანაზღაურება.
** კარიერული ზრდა
** მუშაობა პროფესიონალურ გუნდთან ერთად.
ჩვენი მოთხოვნები კანდიდატების მიმართ:
** სამედიცინო განათლება (ბაკალავრიატის დიპლომი მისაღებია) ან თუ გაქვთ მედდის დიპლომი და ლაზეროთერაპევტის მოკლე კურსის სერტიფიკატი.
მოვალეობები:
** პაციენტის კონსულტაცია.
** სამედიცინო მომსახურების გაწევა, ხარისხის სტანდარტების შესაბამისად.
ჩვენ გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფორმას;
- მიმზიდველ ფასდაკლებას კლინიკის მომსახურებაზე თანამშრომლებისა და მათი
ნათესავებისთვის; - ჯანმრთელობის დაზღვევას;
- საჩუქრებს დაბადების დღეზე;
- მედის პროცედურებზე ვაუჩერებს ქულების სახით წელიწადში 5 ჯერ.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და გამოაგზავნეთ CV 2026 წლის 17 იანვრამდე.